logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჯარში მიმდინარე ტრანსფორმაციის უპრეცედენტო პროცესი ჩვენი გუნდის, აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების დამსახურებაა
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჯარში მიმდინარე ტრანსფორმაციის უპრეცედენტო პროცესი ჩვენი გუნდის, აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების დამსახურებაა
23:42 13.05.2021
„საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა გადინება საშუალოდ 47%-ით შემცირდა“,- ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, გატარებული ძირეული რეფორმების შედეგად თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდა და უფრო ეფექტური გახდა. „თავდაცვის ძალებში პრემიერის ხელმძღვანელობით დაწყებული და მიმდინარე მასშტაბური რეფორმების, გაწეული ძალისხმევისა და შესრულებული სამუშაოს შედეგად, ჩვენი ჯარისკაცების დამოკიდებულება განსაკუთრებით პოზიტიურად შეიცვალა, რასაც ადასტურებს ჯარიდან გადინების მაჩვენებლები. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა გადინება შემცირდა საშუალოდ 47%-ით. 2021 წლის გადინების მაჩვენებელი შენარჩუნებულია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან მიმართებაში“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის თქმით, თავდაცვის ძალებში ტრანსფორმაციის უპრეცედენტო პროცესი გუნდის, აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების დამსახურებაა. „მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის დროსაც დაიწყო აღნიშნული პროცესის განსაკუთრებულად გააქტიურება, მადლობას ვუხდი მთლიანად პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, რომელთანაც ინტენსიური თანამშრომლობა და ჩართულობა ჩამოყალიბდა, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით ნატოს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; ჩემს გუნდს სამინისტროში და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას, თითოეულ ჯარისკაცს, რომელთა თავდადება და პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტი“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა