logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრიორიტეტებზე - თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ინსტიტუციური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრიორიტეტებზე - თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ინსტიტუციური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა
22:04 13.05.2021
„საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოადგენს ნატოსთან თავსებადობის ამაღლებითა და ტრანსფორმაციის პროცესით საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანის, ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას“, - ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრმა პარლამენტარებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიში წარუდგინა.

მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის ძირითადი მიზნები მოიცავს შეკავებასა და თავდაცვას, რაშიც თავდაცვის ძალებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება.

„ეფექტური და ბრძოლისუნარიანი, თანამედროვე შესაძლებლობებით აღჭურვილი, მაღალი მზადყოფნის თავდაცვის ძალები ხელს უწყობს მოწინააღმდეგის შეკავებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანას“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულებისთვის თავდაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრიორიტეტებზე: თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ინსტიტუციური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა.

პრიორიტეტების განხორციელების პროცესში, თავდაცვის უწყება ეყრდნობა გრძელვადიან და სისტემურ მიდგომებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია უწყების კონცეპტუალურ დოკუმენტებში.

„ეს დოკუმენტები აყალიბებენ სისტემურ ხედვებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. გვაქვს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმა, სადაც საუბარია შემდეგ პრიორიტეტებზე: ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ასევე, მიმდინარე წელს ჩვენ დავამტკიცეთ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“ და ყოველწლიური „მინისტრის დირექტივები“, რომლებიც საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაში განსაზღვრავენ მიზნების მიღწევის ცალკეულ ღონისძიებებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნული დოკუმენტების შექმნაში სტრატეგიული პარტნიორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა