logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ჯუანშერ ბურჭულაძე: მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემებს
ჯუანშერ ბურჭულაძე: მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემებს
18:07 13.05.2021
"ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რათა შევინარჩუნოთ მდგრადობა და აღმატებულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით უწყებაში მიმდინარე პროცესები კანონმდებლებს გააცნო.

საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან უწყებაში აქტიურად მიმდინარე მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემას. ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა, რითიც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება. ეს, ბუნებრივია, საქართველოს თავდაცვის ძალების ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“.

არსებული სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ ფრანგული კონტრაქტის შესახებ ისაუბრა, რომლის მეორე ფაზაც მიმდინარე წელს დასრულდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით.

„დავნერგავთ თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემას, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ნატოში ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე საუბრისას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა