„ჩემთვის დიდი პატივი იყო და მეამაყება, რომ მინისტრის რანგში ქმედითი ნაბიჯები გადავდგით
თავდაცვის ძალების გაძლიერების, აღმშენებლობისა და განვითარების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის რანგში კი გპირდებით, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების , თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების დანერგვის , შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„30 წელია ჩვენი სამხედროები საქმითა და თავდადების პირადი მაგალითებით ამტკიცებთ, რომ ქართველებს სამშობლოს დაცვა სისხლში გვაქვს გამჯდარი. განვლილი 30 წლის განმავლობაში, ოკუპაციისა და გამოწვევების მიუხედავად, მიღებული გამოცდილებით, შრომითა და თავდადებით, წვრთნებით და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობით თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა როგორც თანამედროვე, მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი ძალა. ის დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ნდობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტია. ჩემთვის დიდი პატივი იყო და მეამაყება, რომ ამ პროცესში, მინისტრის რანგში ქმედითი ნაბიჯები გადავდგით თავდაცვის ძალების გაძლიერების, აღმშენებლობისა და განვითარების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის რანგში კი გპირდებით, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების , თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების დანერგვის , შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.