logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი:ქურციკების აღდგენის პროექტის წარმატება შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია
ლევან დავითაშვილი:ქურციკების აღდგენის პროექტის წარმატება შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია
11:14 26.04.2021
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველოს თანამშრომლებს და დაცული ტერიტორიების რეინჯერებს მადლობის სიგელები გადასცა.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2013 წლიდან ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ სამუხის ველი სასაზღვრო ტერიტორიაა და დაცული ტერიტორიის სტატუსი არ გააჩნია, პროექტის წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასაზღვრო პოლიციის როლი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველო (დედოფლისწყარო) ქურციკების პოპულაციის დაცვისა და მონიტორინგის პროცესში აქტიურად არის ჩართული.

„ქურციკების აღდგენა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროექტია; აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე, სამუხის ველზე, მოხდა ულამაზესი სახეობის, ქურციკის რეპოპულაცია. მოხარული ვარ, რომ პროექტი ძალიან წარმატებულია; მხოლოდ 10 სულით დავიწყეთ და დღეს, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე ქურციკის 150-მდე ინდივიდი ფიქსირდება. ეს ორ უწყებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული შედეგია. ბრაკონიერობის გამო, ქურციკის პოპულაციის აღდგენის რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი იყო. ახლა კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მდგრადი პოპულაცია ყალიბდება, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიზიდულობის ზრდის თვალსაზრისითაც. ვაშლოვანი ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ვიზიტორებს შორის, აღნიშნული პროექტის განხორციელებით კი, კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს”, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ქურციკის აღდგენა საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი, საქართველოში, ევროპული დიპლომის მფლობელი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა. მას ევროპული დიპლომი პირველად 2015 წელს მიენიჭა; 2020 წელს კი, დიპლომის ვადა 10 წლით გახანგრძლივდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა