logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
19:07 21.04.2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს თანამშრომლებს ახალი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარუდგინა და უწყებაში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გრიგოლ გიორგაძე პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. შესაბამისად, თავდაცვის უწყებაში ის იურიდიულ დეპარტამენტს გაუწევს კურატორობას. მისი საკურაციო მიმართულებები იქნება ასევე, ადამიანური რესურსები და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS). აღნიშნულ სფეროებს თავდაცვის სამინისტროში რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

გრიგოლ გიორგაძეს იურიდიული განათლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში აქვს მიღებული. ის საერთაშორისო სამართლის დოქტორანტიცაა.

თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გრიგოლ გიორგაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო საწარმოს „შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველ მოადგილედ და სამინისტროს საპარლამენტო მდივნად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ასევე სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. მას სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებსა და კონფერენციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

პარალელურად, გრიგოლ გიორგაძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე ქართული სამართლისა და რომის სამართლის ისტორიის საკითხებზე ლექციებს კითხულობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა