logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ბათუმში ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა
ბათუმში ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა
11:21 15.04.2021
ბათუმში საზღვაო საწვრთნლი ცენტრი „ქუალშიფ ჯორჯია“ (QUALSHIP GEORGIA MARITIME TRAINING CENTER) ოფიციალურად გაიხსნა.

„ქუალშიფ ჯორჯია“ ქართველ მეზღვაურებს მაღალი დონის, მოკლევადიან საწვრთნელ კურსებს შესთავაზებს. სასწავლებელი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სიმულატორებით და ტრენაჟორებით და ყველა პირობას ქმნის წვრთნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. „ცენტრში მეზღვაურები პრაქტიკულ ტრენინგებს საგემბანე და სამანქანე განყოფილების ოფიცრები წვრთნას A კლასის ხიდის და ძრავის სიმულატორებზე გაივლიან,“ - აღნიშნა სასწავლებლის ხელმძღვანელმა, სოსლან ჩხაიძემ.

ცეტრის ხელმძღვანელ პირებს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა საზღვაო სასწავლებლის აღიარების სერტიფიკატი გადასცა და ახალი ტრენინგ-ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საზღვაო სფეროში საქართველოსა და საბერძნეთს ძალიან მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ. მაღალ დონეზე აღჭურვილი საზღვაო სასწავლებელიც ამის დასტურია, რომლის გახსნაც მნიშვნელოვანია რამოდენიმე თვალსაზრისით: პირველ რიგში, ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

ბოლო პერიოდში პანდემიის მიუხედავად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე და შესაბამისად მზარდი მოთხოვნაა მოკლევადიან გადამზადების კურსებზეც“. მისი თქმით, „ქუალშიფ ჯორჯია“ მეექვსე საზღვაო საწვრთნელი ცენტრია საქართველოში და ასეთ მაღალ დონეზე აღჭურვილი ტრენინგ-ცენტრის გახსნა, მნიშვნელოვანია ზოგადად საზღვაო სასწავლებლების განვითარებისა და კონკურენციის გაზრდისთვისაც.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოსადმი ბერძნული კომპანიების გაზრდილ ინტერესზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას დებს ქართველ მეზღვაურთა დასაქმებისა და საზღვაო ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად.

„ძალიან გვახარებს, რომ ბერძნული საზღვაო კომპანიები ინტერესდებიან ქართველი მეზღვაურებით, საქართველოში ინვესტიციების ჩადებით. გასულ წელს ჩვენი მეზღვაურების ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სწორედ ბერძნულ-ქართული კომპანია - „ელ-ვიქტორი“ იყო. სახელმწიფო საზღვაო დარგის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარს უჭერს საზღვაო ბიზნესების განვითარებას ქვეყანაში და ქართველი მეზღვაურების ღირსეულ დასაქმებას“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანმა ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი სასწავლებლის ბერძენ მფლობელთან ალექსანდერ გალანაკისთან და მეზღვაურთა წვრთნის ხელმძღვანელ დიმიტრის კალოსაკასთან ერთად დაათვალიერა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა