logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კობა კობალაძე: ჯერ გაერკვიონ, რას ნიშნავს კასეტური ბომბი, შემდეგ – რას ნიშნავს მიზნობრიობა და აგრესია, როდესაც შენს მოსახლეობაზე ძალისმიერ ქმედებას ახორციელებს
კობა კობალაძე: ჯერ გაერკვიონ, რას ნიშნავს კასეტური ბომბი, შემდეგ – რას ნიშნავს მიზნობრიობა და აგრესია, როდესაც შენს მოსახლეობაზე ძალისმიერ ქმედებას ახორციელებს
22:04 09.04.2021
"ჯერ ტექნიკურ მონაცემებში უნდა გაერკვიონ, რას ნიშნავს კასეტური ბომბი, შემდეგ, რას ნიშნავს მიზნობრიობა და აგრესია, როდესაც შენს მოსახლეობაზე, ფაქტობრივად, ძალისმიერ ქმედებას ახორციელებს", – ასე გამოეხმაურა აგვისტოს ომის დროს საქართველოს მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ სერგი კაპანაძის განცხადებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.

მისი თქმით, მოსახლეობას კარგად ახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

„აღარ დაიღალა გარკვეული კატეგორია ხალხის, თავის სამშობლოს დადანაშაულებაში თავიანთ უსუსურობაში. ჯერ ეს ერთი, ტექნიკურ მონაცემებში უნდა გაერკვიონ, რას ნიშნავს კასეტური ბომბი, შემდეგ – რას ნიშნავს მიზნობრიობა და აგრესია, როდესაც შენი ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქზე, მათ შორის, შენს მოსახლეობაზე, ფაქტობრივად, ძალისმიერ ქმედებას ახორციელებს. ამ ხალხს ზოგჯერ ავიწყდება ის, რაც ახსოვს ხალხს, ერსა და ბერს – ჩვენ გვახსოვს დინამიკა, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები, გვახსოვს ის არასტანდარტული ქმედებები, რასაც ახორცილებდა რუსეთის მხარე, ჩვენ ამავე დროს გვახსოვს ის უსუსური ხელისუფლება, რომელიც პროვოკაციაზე წამოეგო და წამოაგო ხალხი.

ჩვენ გვახსოვს გამწარებული მოსახლეობა, რომელიც არ იყოს ევაკუირებული საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. ასევე, გვახსოვს ქაოტურად შეყრილი სამობილიზაციო რესურსი, რეზერვისტებისა და სხვადასხვა სტრუქტურის ახალგაზრდები, ჩვენ გვახსოვს დიდი მსხვერპლი და ჩვენ გვახსოვს რაც უმთავრესია, საქართველოს ,,ქვა-ღორღად" წოდებული მათი იდეოლოგიური მამის მიერ, 100-ზე მეტი სოფელი , საიდანაც გამწარებული ხალხი იყო გამოდევნილი.

ჩვენ გვახსოვს ის აგრესია და ტკივილი, რაც იყო. აქედან გამომდინარე, უაზრო და უპასუხისმგებლო ქმედებებზე, რომელშიც ქვეყანა და ჩვენი სამშობლო ვინმემ უნდა დაადანაშაულოს, ღიმილს იწვევს და, ალბათ, გააჩერებენ იმ დონეზე, რომ ღიმილი ღიმილად დარჩეს და საზოგადოების აგრესია არ წამოვა ამ ქმედებებზე. ისტერიის ფონზე სადაც მივედით, დავინახეთ.

დღეს ქვეყანა ვითარდება პრაგმატულად, მიზანმიმართულად, აზრობრივად და ის განვითარდება, ამ ჟამსაც გადავივლით. დღეს 9 აპრილია, ნიშანდობლივია, რომ ლიხაურში ვიყავით თოიძე ნინიკოს, რომელიც 21 გმირს შორის ჩაიწერა საქართველოს გმირთა სიაში, ეს იყო პირველი დღე, რითაც მწარე განაცხადი გაკეთდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე. ნიშანდობლივია ის, რომ ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმია ამ სოფელში, ნიშანდობლივია ის, რომ უნდა ვისაუბროთ ღირსეულ და ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანებზე, რომლებსაც ეს ქვეყანა სასპეკულაციო არეალად კი არ აქვთ, აქვთ სამშობლოს შეგრძნებით", – განაცხადა კობა კობალაძემ.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა".
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა