ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის
ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ ეფექტიან ღონისძიებებზე ისაუბრა და განაცხადა , რომ სიტუაცია ამჟამადაც სათანადოდ კონტროლდება: „ჯარში ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ მაღალ დონეზე, ჩვენი ციფრებიც ამას მეტყველებს, არაკეთილმოსურნეებს უნდოდათ, რომ ჯარში გვქონოდა აფეთქება პანდემიის თვალსაზრისით, თუმცა ეს ვერ ვნახეთ“.
სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ჯარისკაცები რისკჯგუფს არ მიეკუთვნებიან, შესაბამისად, ისინი მომდევნო ეტაპებზე აიცრებიან. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მყოფი ქართველი სამხედროების ვაქცინაციას საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ: „მათი ვაქცინაცია დაწყებულია და სანამ ჩვენ სამხედროებს სამშობლოში დავიბრუნებთ, პარტნიორები მათ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.