logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს და სამხედროები საუკეთესო ტექნიკით გადაადგილდებიან
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს და სამხედროები საუკეთესო ტექნიკით გადაადგილდებიან
23:47 23.03.2021
„მე გავაჟღერე, რომ პირველი მოიერიშე თვითმფრინავ სუ - 25 -ს, კაპიტალური რემონტით მივიღებდით 2 კვირაში, ვადა დავიცავით, 2 დღით ადრეც გავარემონტეთ და მას შემდეგ, ჩვენ ყოველ მომდევნო 1 თვეში გვეყოლება კიდევ ერთი ერთეული რეაბილიტირებული მოიერიშე თვითმფრინავი. ჩვენ დაპირება შევასრულეთ,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მოხერხდა იმ რესურსის მობილიზება, რაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა. ასევე ხაზი გაუსვა პროფესიონალების საქართველოში დაბრუნებასა და დასაქმებას.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესურსით აღვადგინეთ თვითმფრინავები. „დელტაში“ და შპს და სს „თბილავიამშენში“ ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ რესურსის მოზიდვა უკან, რაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა. ზოგიერთი პროფესიონალი საზღვარგარეთ იყო წასული და ეს ექსკლუზიური სპეციალობაა, მარტივი საშოვნელი არ არის. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სრულიად ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს. ჩვენ ეს ფუფუნება საქართველოში 30 წელია არ გვქონია“.

თავდაცვის მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაადგილებისთვის საჭირო ძველი ტექნიკის საუკეთესო ტექნიკით ჩანაცვლებას. „წარსულს ჩავაბარეთ საბჭოთა მემკვიდრეობა, ე.წ. „კამაზები“ და „კრაზები“, რომლებიც აბსოლუტურად გამოსული იყო მდგომარეობიდან, ჩვენი სამხედროები გადაადგილდებოდნენ კატასტროფული ავტოტრანსპორტით, გზაში უფუჭდებოდათ და დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიოდნენ. ჩვენ ჩავანაცვლეთ საუკეთესო ტექნიკით, „მანით“ და „ივეკოებით“, რომლებიც არის მსოფლიოს აღიარებული ბრენდები. დაახლოებით 40% , სადაც კრიტიკული სიტუაცია გვქონდა, ჩვენ ყველა ცეცხლი ჩავაქრეთ. 500-იდან 80% უკვე მიღებული გვაქვს, თვის ბოლომდე მოწოდებას დაასრულებენ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა