logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ჯუანშერ ბურჭულაძე: ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგს ყველა პარტნიორი აღნიშნავს და აღიარებს
ჯუანშერ ბურჭულაძე: ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგს ყველა პარტნიორი აღნიშნავს და აღიარებს
23:40 23.03.2021
საქართველოს თანამშრომლობის ინტენსივობა პარტნიორ ქვეყნებთან და ნატოსთან, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ინიციატივები - ის ძირითადი თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში გადაცემაში „დღის კურიერი“ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, წელს არსებული ტენდენცია შენარჩუნდება და პარტნიორებთან მუშაობის ინტენსივობა არ შენელდება. „მეტიც, ამ ბოლო შედეგებს, რაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ყველა პარტნიორი აღნიშნავს, აღიარებს. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო დაჩქარდეს და კიდევ უფრო სწრაფად გადაიზარდოს უფრო რეალურ ნაბიჯებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით 16 ინიციატივაა გათვალისწინებული, რომლის შესრულებაც ჩვენი ვალდებულებაა. მან აქვე დაამატა, რომ არებული ინიციატივებიდან ორი უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენების იმპლემენტაციის მიზნით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრმა არსებითი პაკეტის განახლებისა და გადახედვის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა: „ჩვენ თუ რომელიმე კონკრეტულ მიღწევაში გვაქვს შედეგი, ის მიღწევა შეიძლება ჩაიხუროს, ახალი ინიციატივა წარმოიშვას ან არ წარმოიშვას, ანუ ეს პაკეტის გადახედვის მუდმივი პროცესია. წელსაც მოხდება პაკეტის გადახედვა“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების შესრულების შედეგზეც გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებისთვის განმარტა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელების შედეგად თავდაცვის ძალებში მივიღებთ ინტელექტუალურად ახალ სახეს, ასევე შეიარაღების თვალსაზრისით, ასევე შესყიდვების მიმართულებით და ა.შ. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ურთიერთობა აშშ-სთან. როგორც მან განაცხადა, 2023 წელს აშშ-სთან კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი ურთიერთობა და ახალი, 5-წლიანი ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა