logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრი: პარტნიორებთან ვმუშაობთ დრონების ერთობლივ წარმოებაზე და სხვადასხვა შეიარაღებაზე, რაც უახლოეს მომავალში მივა შედეგამდე
თავდაცვის მინისტრი: პარტნიორებთან ვმუშაობთ დრონების ერთობლივ წარმოებაზე და სხვადასხვა შეიარაღებაზე, რაც უახლოეს მომავალში მივა შედეგამდე
22:44 23.03.2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ძირითადი აქცენტი შესაძლებლობების განვითარებაზე კეთდება და ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის შესახებ. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, 2020 წელს საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელს" შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება. „2020 წელს ხელშეკრულება დაიდო ისრაელის ერთ-ერთ მსხვილ კომპანია „რაფაელთან“ და სრული აღდგენა და მოდერნიზაცია უკვე დაწყებულია. ჩვენ პროდუქტს მიმდინარე წლის ბოლომდე მივიღებთ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს პარტნიორებთან მუშაობა დრონების ერთობლივ წარმოებაზე: „მე პირადად გახლდით ერთი თვის წინ ვიზიტით პოლონეთში და ჩეხეთში. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან დრონების ერთობლივ წარმოებაზე და სხვადასხვა შეიარაღებაზე, რაც უახლოეს მომავალში მივა შედეგამდე“.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემების „ჯაველინების“ შესყიდვასთან დაკავშირებით. „ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან „ჯაველინების“ შეძენაზე, შევიძინეთ M4-ები, “დელტაში” აღვადგინეთ 2010 წელს დაწყებული წარმოება, რომელიც აკვანშივე ჩაიკლა სხვადასხვა მიზეზების გამო. ჩვენ ამ პროცესსაც გავმართავთ და სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გვექნება ადგილობრივი წარმოება”, -აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10 დღის წინ გამოიცა „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი“, რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს კონკრეტული პერიოდისთვის, ხოლო მეორე დოკუმენტში 2020-2030 წლის გეგმებზეა საუბარი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა