logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ჯუანშერ ბურჭულაძე: გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში
ჯუანშერ ბურჭულაძე: გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში
19:53 21.02.2021
საპარლამენტო კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება ნატოსთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან დაახლოება შეუქცევადი პროცესია, რომელიც ერთგული საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდება; 2020 წელს დამტკიცებული განახლებული არსებითი პაკეტის ვალდებულებების შესრულება კი, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს: „გაგრძელდება მოქმედება „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“. ამ მიზნით, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან აღსრულებას გავაგრძელებთ. განახლების პროცესის შედეგად, 2 ინიციატივის, ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დასრულება და 3 ახალი ინიციატივის დამატება მოხდა. ჩამოვაყალიბეთ ახალი სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი, რომელიც ნატოს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომდგენლების წინაშე საერთაშორისო სამხედრო სწავლებების ჩატარებისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი სამხედროების ჩართულობის როლზეც ისაუბრა. როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლის თანახმად სამხედრო დანახარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების მხარდაჭერით, ეს პოლიტიკა აუცილებლად აღსრულდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა