საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საუბრისას, ყურადღება საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გამახვილდა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.