logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ - ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ - ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
20:08 27.01.2021
რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ შეეხო ჯარის კვების საკითხზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ უსაფუძვლო კრიტიკას და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში კვების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და ეს ბრალდებები სრულად მოკლებულია საღ აზრს.

„როგორ შეიძლება დღეს კვებაზე ვინმემ რამე თქვას?! მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და რეალური ქმედებები განვახორციელეთ. მე ვგულისხმობ ქართული ჯარის საუკეთესო, ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას. ყველა მზარეული გადავამზადეთ ჩვენი ცნობილი, საამაყო შეფ-მზარეულების მიერ. მონიტორინგი, კონტროლი მაქვს ძალიან მკაცრად და ყველა მომწოდებელი გავაფრთხილეთ, რომ დამთავრდა რბილი კონტროლის დრო, როდესაც რომელიმე მომწოდებელი კომპანია იგებს ტენდერს, მინდა აქვე ავღნიშნო, რომ თავდაცვის სამინისტრო არ ატარებს კვების ტენდერს, არამედ შესყიდვების სააგენტო, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო და ექვემდებარება მთავრობას. შესყიდვების სააგენტო ატარებს კონსოლიდირებულ ტენდერებს და ხშირად ასეთი ტენდერი გულისხმობს, იმას, რომ მოგებული კომპანია ამარაგებს არა მხოლოდ ერთ უწყებას, არამედ რამდენიმე უწყებას და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მიმდინარეობს კონტროლი და მონიტორინგი. ბუნებრივია შეიძლება ხარვეზები გამოიკვეთოს მოწოდებაში და პროდუქციის ხარისხში, რაზეც ჩვენს უწყებას მყისიერი რეაგირება აქვს, ისეთი სისტემა ავაწყვეთ, რომ მაქვს სამმხრივი გადაზღვევა. პირველი ეს არის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც მე შევქმენი და მუდმივად მიმდინარეობს ნებისმიერი პროდუქტის კონტროლი. მეორე ეს არის თვითონ კვების კომპანიის ლაბორატორია. და მესამე, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ლევანს ვთხოვე და სურსათის უვნებლობის სამსახურთან გავაფორმეთ მემორანდუმი, ისინი კი ცალკე, დამოუკიდებლად ამოწმებენ. გვაქვს სამმხრივი გადაზღვევა, რომ რაიმე არ გაგვეპაროს. როცა ხდება წუნის დადება, ჩვენ კონკრეტულ კომპანიას ვეუბნებით, რომ გამოასწოროს. სიუჟეტი ააწყვეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ აქვთ სათქმელი ამ საცოდავ ადამიანებს არაფერი, გარდა იმისა, რომ რაღაც სისულელე მოიგონონ. ტყუილად წვალობენ და თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ, დააგემოვნონ და განწყობა, რაც ჯარში არის, ამის ნათელი დადასტურება იყო, რაც მოხდა მაგალითად არჩევნებზე ავღანეთში, როცა ჯარის 93%-მა მხარი დაუჭირა ჩემს პოლიტიკას და „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა