ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), ამავე ცენტრის
ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდს მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედალი „ღირსეული პარტნიორი” გადასცა.
ვიცე–პოლკოვნიკი მაიკლ ლუნდი JTEC-ის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მოვალეობას 2016 წლიდან ასრულებდა. მაიკლ ლუნდს JTEC-ის ჩამოყალიბებასა და განვითარების ყველა ეტაპში აქვს მონაწილეობა მიღებული. დანიელი ვიცე-პოლკოვნიკი აქტიურად მონაწილეობდა „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვასა და აღსრულებაში. JTEC-ის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი JTEC-სა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში.