logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს და რაც შეიძლება მოკლე დროში ნატოსთან თავსებადი ძალა გახდეს
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს და რაც შეიძლება მოკლე დროში ნატოსთან თავსებადი ძალა გახდეს
15:04 30.12.2020
„თავდაცვის ძალებში ისეთი სტანდარტები შემოვიღე, რომ ამ სტანდარტების გაუარესება ყველას გაუჭირდება, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება ვალდებული და იძულებული, რომ მინიმუმ ეს სტანდარტი შეინარჩუნოს. ჩვენი ჯარისკაცები იმსახურებენ, მართლაც, ყველაფერს საუკეთესოს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნისას ჯარისკაცებისთვის გაცემული ყველა დაპირება, დღეს რეალურ საქმედ არის ქცეული. ღარიბაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ფონზე 2020 წელი ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოცხადდა და აქცენტი მათი სოციალური პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სამხედროების კეთილდღეობაზე, კვებაზე, პირადი აღჭურვილობის განახლებაზე და სხვ. გაკეთდა. მისი განმარტებით, თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოება უწყების გაცხადებული მიზანია და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისას ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობა გათვალისწინებულია.

„ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს და, რაც შეიძლება მოკლე დროში, ნატოსთან თავსებადი ძალა გახდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, თავდაცვის უწყების პროგრესს ქვეყნის პარტნიორები აღნიშნავენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის ერთჯერადი და ყოველთვიური კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, რაც ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მიღებული გადაწყვეტილება იყო. ასევე, მან გადაცემაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებში უწყების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. „ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც უმძიმესი ტრავმები მიიღეს ომებში და მათ ყველაზე ძვირფასი, ჯანმრთელობა შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვას, კიდევ მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ როგორც ფინანსური, ისე ოპერაციების დაფინანსება, პროტეზირება და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა