logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მდგრადი და სტაბილური გახდა; ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ
ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მდგრადი და სტაბილური გახდა; ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ
13:43 30.12.2020
„ჩვენ გაცხადებული მიზანი გვაქვს - ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს მაქსიმალურად თავსებადი ნატოსთან. შესაბამისად, ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი, გაძლიერდეს, საბრძოლო მზადყოფნა იყოს განსაკუთრებით მაღალ დონეზე და გახდეს ნატოსთან თავსებადი ძალა, რაც შეიძლება მოკლე დროში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“. როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის უწყებაში გატარებული ყველა რეფორმა თუ სტანდარტი საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება. მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიღწეულ პროგრესს პარტნიორებიც აღნიშნავენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებაში სტანდარტების აწევის თვალსაზრისით ყველა მიმართულებით საკმაოდ დიდი ნახტომი გაკეთდა. „მე ვთვლი, რომ ამ წელს ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მდგრადი გახდა განვითარება და კიდევ უფრო სტაბილური. მე ისეთი სტანდარტები შემოვიღე, შემიძლია ამაყად და თამამად ვთქვა, რომ ამ სტანდარტების გაუარესება ყველას გაუჭირდება. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება ვალდებული და იძულებული, რომ მინიმუმ ეს სტანდარტი შეინარჩუნოს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯარში ახალი სტანდარტების დანერგვის კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის აღჭურვილობაზე, ჩაცმულობასა და ყაზარმებზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართველი ჯარისკაცები მართლაც ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. მან ჯარისკაცის პირად ეკიპირებაზე პრაქტიკული მაგალითიც მოიყვანა და განმარტა, რომ დღეს ქართულ ჯარს ისეთივე ზამთრის თუ ზაფხულის ფეხსაცმელი აცვია, როგორიც გერმანიის, ბრიტანეთის თუ საფრანგეთის ჯარს.

ახალი სტანდარტების დანერგვის კუთხით მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თავდაცვის ძალებში 250 ობიექტზე გასულ წელს დაიწყო რემონტები, რომელსაც ხარჯების დაზოგვის მიზნით თავდაცვის უწყების კომპანია ახორციელებს.
მინისტრმა აქცენტი ყველა ბაზის ერთ სტანდარტში მოქცევაზე გააკეთა, რომლის ინპირაციაც მან აშშ-ში, შემდეგ კი, გერმანიაში ამერიკულ ბაზებზე ვიზიტისას მიიღო, სადაც სამხედრო ბაზები არის ერთი სტილის, ერთი სტანდარტის, საქართველოსთვის ეს საუკეთესო პრაქტიკა, საუკეთესო გამოცდილებაა. ყველაფერი საუკეთესო ჯარს - მინისტრმა ამ კონტექსტში მახათას მთაზე დაწყებულ გრანდიოზულ პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯარის ქალაქში ათასი ბინა შენდება, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და 2022 წელს სამხედროებს ჩაბარდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა