logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: აღნიშვნას და აღიარებას იმსახურებს ირაკლი ღარიბაშვილის და მისი გუნდის წარმატებული ნაბიჯები და თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცების ხედვები
ირაკლი ბერაია: აღნიშვნას და აღიარებას იმსახურებს ირაკლი ღარიბაშვილის და მისი გუნდის წარმატებული ნაბიჯები და თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცების ხედვები
00:21 26.12.2020
თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამინისტროს საქმიანების ძირითად მიმართულებებზე და ხედვებზე ანგარიში წარმოადგინა და უწყების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მინისტრის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეაფასა და თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცების კუთხით მინისტრის და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა აღნიშნა.

"შთამბეჭდავია თავდაცვის მინისტრის ანგარიში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართ “ქართული ოცნების” ხელისუფლების განსაკუთრებულ ყურადღებას და დამოკიდებულებას, ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და რეფორმების პრიორიტეტულობას და უწყვეტობას. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი განსაკუთრებით პროდუქტიული იყო თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების მიმართულებით. ეს ნაბიჯები ეფუძნებოდა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და პრინციპს “ყველაფერი საუკეთესო ჯარს”.

აქტიურად მიმდინარეობდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება საბრძოლო დანაყოფების ნატო-ს სტანდარტის შეიარაღებითა და აღჭურვილობით, მრავალეროვნულ წვრთნებში ჩართულობით, ჰაერსაწინააღმდეგო და სამხედრო ავიაციის სფეროში შესაბამისი ნაბიჯებით, ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. არაერთი ინიციატივა იყო მიმართული სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამსახურის და სოციალური დაცვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე, მათ შორის ხელფასების ზრდაზე, ბინებით უზრუნველყოფასა და ახალ საბინაო პოლიტიკაზე, სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პირობების, აგრეთვე კვების გაუმჯობესებაზე. თავდაცვის საბიუჯეტო პოლიტიკაში დაცულია ნატო-ს სტანდარტი. 2020 წლის დეკემბერსა და აპრილში, ნატო-ს მინისტერიალებზე მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გაღრმავდა ალიანსთან თანამშრომლობა, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებამ სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ჩვენი ქვეყნის და ალიანსის თანამშრომლობა.

მიმდინარე კვირაში, სამთავრობო პროგრამის პარლამენტში განხილვისას, ჩვენ გავეცანით თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის მიზნით 2021 – 2024 წლებისთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს და გადასადგმელ ნაბიჯებს, რამაც საკანონმდებლო ორგანოს მაღალი შეფასება და მხარდაჭერა დაიმსახურა. აღნიშვნას და აღიარებას იმსახურებს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და მისი გუნდის წარმატებული ნაბიჯები და თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცების ხედვები. საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და სამხედრო აღმშენებლობის ამოცანები მოითხოვს თავდაცვის სფეროში მეტი რესურსების მიმართვას, ვიდრე მშპ-ს 2 % ნიშნულია. როგორც კი პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის შედეგები მოგვცემს ამის შესაძლებლობას, ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ და ყველამ განსაკუთრებით ვიზრუნოთ",- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა