logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ამბიციური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ, 2021 წელს იწყება
ირაკლი ღარიბაშვილი: ამბიციური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ, 2021 წელს იწყება
00:16 26.12.2020
ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებას 2021 წლის გეგმები და თავდაცვის უწყების პრიორიტეტებიც გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალ წელს ჯარისკაცების სათანადოდ დაფასება, თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება, ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური შესაძლებლობების, არტილერიის მიმართულების გაძლიერება, ეროვნული სამხედრო მრეწველობის, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლება-გაუმჯობესება კვალავ გაგრძელდება.

ყველა დასახული გეგმა, განსახორციელებელი პროექტი თუ თანმიმდევრული რეფორმა კი, ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას, თავსებადობის გაზრდას, ჯარისკაცებზე ზრუნვასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად:

„შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვა, რომლის ფარგლებშიც, მომავალ წლებში სისტემურად დაიწყება ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება. ამ სისტემური და მე ვიტყოდი ამბიციური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ 2021 წლიდან იწყება. 2021 წლის ბოლოს, ნაწილი 2022 წელშიც გადავა, ჩვენი ჯარი სრულად იქნება აღჭურვილი ნატოს სტანდარტების მ4-ის ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებითა და სხვა საშუალებებით. მომდევნო წელს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტისა და სხვა მექანიზმების მეშვეობით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნატოში ინტეგრაციის პროცესს და გავაგრძელებთ ღირსეულ მოღვაწეობას საერთაშორისო მისიებში მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად“ , - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების რეფორმირებისა და მოდერნიზაციის პროცესში ჩართულობისა და გამოხატული მხარდაჭერისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ქვეყნის ხელისუფლებას, სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ ქვეყნებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა:

„ასე, როგორც ახლა ვართ ერთ ოჯახად წარმოდგენილი, ერთიანი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. აქტიური მუშაობით ჩვენს ჯარს უფრო ძლიერს გავხდით, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. ჩვენ ამ პრინციპს კიდევ უფრო აქტიურად დავიცავთ და ამ მიზნის ერთგული დავრჩებით“-განაცხადა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა