logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართული ჯარი იდგა და ყოველთვის იდგება იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას სჭირდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართული ჯარი იდგა და ყოველთვის იდგება იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას სჭირდება
00:14 26.12.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, საზოგადოებას ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალებში გადადგმული ნაბიჯები, სამხედრო ბაზებზე მიღებული ზომები გააცნო და უხილავ მტერთან ბრძოლის პროცესში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან პანდემიასთან ბრძოლის საქმეში თავდაცვის ძალებში გამოჩენილი ორგანიზებული და დისციპლინური მზაობა კიდევ ერთხელ გაიხსენა, პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი, რომელიც მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე იმყოფება, უჩვეულო მტერთან ბრძოლაშიც სხვადასხვა ფორმით აქტიურად არის ჩართული.

21 მარტიდან მოყოლებული თავდაცვის ძალები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ:

„ქართული ჯარი იდგა და ყოველთვის იდგება იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება: პანდემიის დასაწყისიდანვე, პრევენციის მიზნით, მივიღეთ ყველა საჭირო ზომა, სამხედრო ნაწილების დეზინფექციით დაწყებული სამხედროების დისტანციურ და როტაციულ პრინციპზე გადასვლით.

მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ თავდაცვის ძალების სამედიცინო საშუალებები. შევიძინეთ მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტრანსპორტი, სარდლობებში შევქმენით შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები და გავაუმჯობესეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მთლიანი სამთავრობო ძალისხმევის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ჩვენი ჯარისკაცები და სამხედრო ექიმები სახელმწიფოს სხვა შესაბამისი სტრუქტურების ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებდნენ“.

მინისტრმა ვირუსთან ბრძოლის პროცესში გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის უდიდეს წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. მისი ინფორმაციით, ქალაქ გორში განთავსებული ჰოსპიტალი კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული პაციენტების მკურნალობის პროცესში. სპეციალისტებმა და ქვეყნის წამყვანმა ინფექციონისტებმა სამხედრო ჰოსპიტალის მუშაობას უმაღლესი შეფასება მისცეს. სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, უახლოეს მომავალში დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა, რაც ჰოსპიტალური სექტორისა და ზოგადად, სამედიცინო შესაძლებლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს:

„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია, გრძელდება. უახლოეს თვეებში კოვიდ ვირუსის პანდემიის მართვისა და პრევენციის მიზნით, კიდევ უფრო გავამკაცრებთ ამ ზომებს. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სადეზინფექციო საშუალებების, პირადი ჰიგიენისა და დამცავი საშუალებების დამატებითი მარაგებს უზრუნველყოფს. გაძლიერდება ჰოსპიტალური სექტორი. PCR მეთოდით ყოველდღიური ტესტების რაოდენობა 10-ჯერ მოიმატებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა