logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგული და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგული და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
00:00 26.12.2020
„ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი ქმედითი თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგულ და ძლიერ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრეზენტაციაზე „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება ნატოსთან, აშშ-სთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და მათ გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ამ თვალსაზრისით, ყოველდღიურად ვაძლიერებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება. წელს განახლდა და უფრო გაფართოვდა ის შესაძლებლობები, რომელიც ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელმაც ახლახან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან და ჩამოყალიბდა ნატოსთან აფილირებულ ცენტრად. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ წარმატებით იმართება აღნიშნული ცენტრი ქართველი სამხედროების მიერ.

ნატოსთან თანამშრომლობის პარალელურად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც საყოველთაო შეფასებით, მათ შორის, ამერიკელი კოლეგების შეფასებით, არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. ჩვენ გავაფორმეთ და აქტიურად ვასრულებთ 3 წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ამოცანებსა და ვალდებულებებს. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს ჩემი ვიზიტის დროს განახლდა 3 წლიანი ხელშეკრულება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებთან, თურქეთთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო და განმარტა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სფეროში ურთიერთობები გაღრმავდა და უფრო ნაყოფიერი გახდა.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კონტექსტში მან მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა და ნატოს წევრ ქვეყნებთან განხორციელებულ და დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებზე ისაუბრა: „საერთაშორისო სწავლებების მზარდი დინამიკა და მასშტაბები კი, ნატოს წევრი ქვეყნებისა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზრდილ მხარდაჭერასა და მუდმივ რეჟიმში ჩვენი ჯარის გაძლიერებას. 2020 წელს, კოვიდპანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) წარმატებით ჩატარდა“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ნდობის გამყარებას, საერთო მიზნისა და ღირებულებების დაცვასა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნის დონის ამაღლებას უწყობს ხელს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა