logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარის განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი გრძელვადიან და მდგრად განვითარებას ემყარება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარის განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი გრძელვადიან და მდგრად განვითარებას ემყარება
23:53 25.12.2020
ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელება ძლიერი ჯარის შექმნის მყარი საფუძველია, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება. ამ კონტექსტში თავდაცვის მინისტრმა წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ის ღონისძიებები შეაჯამა, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით უწყებაში დაიგეგმა და განხორციელდა. მინისტრი ჯარის ინსტიტუციური, გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების მიზნით შემუშავებულ თავდაცვის ეროვნული სტრატეგიას შეეხო, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება.
თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე საუბრისას მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გამოყო, რომელსაც ჯარის მომზადების დონე თვისობრივად ახალ საფეხურზე აჰყავს. ამ პროექტით უკვე მომზადებულია 7 გაწვრთნილი სამანევრო ბატალიონი, მომავალში კიდევ 2 ბატალიონი გაიწვრთნება და აღიჭურვება.

მინისტრმა ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ერთ-ერთი ნათელი დასტურია ქართული ქვედანაყოფების აღჭურვა ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით. „ახალი სტანდარტების დანერგვა ნიშნავს ჩვენს გაცხადებულ პრინციპს - ყველაფერი საუკეთესო ჯარს და ამ მთავარი პრინციპის რეალობაში საქმედ ქცევას“, - განაცხადა თავდაცვის უწების ხელმძღვანელმა ანგარიშის წარდგენისას.

ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება, საავიაციო პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროცესი, საბჭოთა დროის მოძველებული სპეცტექნიკის ჩანაცვლება მსოფლიო ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“, იტალიური „IVECO“, ამერიკული „FORD“ მიერ წარმოებული 500-მდე სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით და თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა ის განხორციელებული ღონისძიებები და დაგეგმილი პროექტებია, რაც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ჯარის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით აქტიურ პროცესშია.

მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, თანამედროვე ტექნიკითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების პროცესი.

თავდაცვის ძალების ინსტიტუციური წარმატებისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა რეზერვისა და მობილიზაციის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება აღნიშნა და განაცხადა, რომ ძლიერი ჯარისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი რეზერვი. მან სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კუთხით უკვე არსებობს პროექტი, რომელიც პარლამენტსა და მთავრობას წარედგინება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა