logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის უწყებაში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა
ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის უწყებაში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა
12:51 23.12.2020
პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის თავდაცვის უწყებაში არსებულ პროექტებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მისი განმარტებით, წელს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს 200-დან 800 ლარამდე სახელფასო დანამატი დაენიშნათ. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ახლადშემუშავებული ტრანზიციის პროგრამა გამოყო, რომელიც გრძელვადიან სამკურნალო შვებულებაში მყოფი სამხედროების აქტიურ სამხედრო სამსახურში დაბრუნებას ან სამოქალაქო ცხოვრებაში გადასვლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, მომავალი წლიდან რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ახალი პროგრამა დაიწყება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაშავებული სამხედროებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას თავდაცვის უწყება სრულად უზრუნველყოფს. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით გახსნილი მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრი დაჭრილი სამხედროების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას ხელს შეუწყობს. მინისტრისვე თქმით, ამავე მიზნით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობენ. მან მაგალითად დაასახელა წელს ამერიკაში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში ქართველი დაჭრილი სამხედროების მონაწილეობა და სხვადასხვა სახეობაში მოპოვებული 41 მედალი. მინისტრობის კანდიდატმა მზადყოფნა გამოთქვა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ თანამშრომლობის კუთხით. მისი განცხადებით, ქართველ მებრძოლებზე ზრუნვა სოციალური პასუხისმგებლობაა და კერძო და სახელმწიფო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა