logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევს ქართულ ჯარს
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევს ქართულ ჯარს
22:01 22.12.2020
„მინდა, მადლიერებით კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მივმართო და მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევს ქართულ ჯარს. ეს ყოველწლიური დახმარება წლიდან წლამდე იზრდება. გაისად ეს თანხა შეადგენდა 35 მილიონ დოლარს. ეს იყო რეკორდული დახმარება გრანტის სახით, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს ერთობლივ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP), რომელიც წარმატებით ხორციელდება. „მქონდა პატივი, გამეგრძელებინა ეს ხელშეკრულება, გამეფორმებინა სამწლიანი ხელშეკრულება გასული წლის ნოემბრის თვეში, როდესაც აშშ-ში ვიმყოფებოდი. ჩარჩო-ხელშეკრულება მოიცავს რეალურად ჩვენი თავდაცვის ძალებისა და ბატალიონების გადამზადებას, რაც, რა თქმა უნდა, არის წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი“, - განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოსთან ურთიერთობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. „მოგეხსენებათ, რომ SNGP-ის განახლებული პაკეტი, რომელიც ახლა დეკემბრის თვეში დამტკიცდა, წარმატებით ხორციელდება. მისი საბოლოო მიზანია, თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ქმედითი, კიდევ უფრო მდგრადი და ძლიერი. რაც მთავარია, ჩვენი ქართული ჯარი გახდეს კიდევ უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან. SNGP-ის ფარგლებში ჩამოყალიბებული წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ სისტემატურად ვცვლით ინფორმაციებს როგორც ნატოს ქვეყნებთან, ბრიუსელის შტაბბინასთან, ასევე ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ წვრთნებს და გვაქვს ინტენსიური გაცვლა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა