logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით აშშ-სთვისა და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით აშშ-სთვისა და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის
21:52 22.12.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. მან თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„პანდემიის მიუხედავად, ზაფხულში ჩვენს პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩავატარეთ. ეს კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით აშშ-სთვისა და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. გადმოისროლეს ათასზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წვრთნებში. ასევე, ძალიან შთამბეჭდავი იყო რამდენიმე ასეული სამხედრო ჯარისკაცის დესანტირება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს სწავლება ემსახურება თავსებადობის გაზრდას ნატოს წევრ ქვეყნებთან და ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯარში. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჯარის შიგნით ვახდენთ განათლებაზე აქცენტირებას, არამედ რეალურად, კარი გავხსენით. ბატონი გიორგი ამილახვარი გვესწრება დღეს აქ და თავადაც იყო მონაწილე ამ პროცესის, როდესაც ჩვენ მივმართეთ თხოვნით და ურთიერთგაგების მემორანდუმები გავაფორმეთ უნივერსიტეტებთან. მათაც შეაქვთ წვლილი არა მხოლოდ ჩვენი სამხედროების, არამედ მათი შვილების, ოჯახის წევრების განათლებაში. ვგულისხმობ სწავლის თანადაფინანსებას, 50% - ს კი, თავდაცვის სამინისტრო ფარავს. ასევე, დავაწესეთ მინისტრის სტიპენდია, რომელიც არის კვარტალში 750 ლარის ოდენობით, რაც ერთგვარი მასტიმულირებელი და მოტივაციის მიმცემი შეიძლება იყოს სამხედროების შვილებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა