logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული ბიუჯეტი სათანადოდ ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, გამოწვევებს და პრიორიტეტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას; ჩვენ უნდა დავიწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული ბიუჯეტი სათანადოდ ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, გამოწვევებს და პრიორიტეტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას; ჩვენ უნდა დავიწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა
21:25 22.12.2020
საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა თავდაცვის ბიუჯეტსა და მის ძირითად პრიორიტეტებს შეეხებოდა. პასუხის გაცემისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში საკანონმდებლო ორგანოსგან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ექნება. „არსებული ბიუჯეტი სათანადოდ ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, გამოწვევებს და იმ პრიორიტეტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად მესმის, რომ ქვეყანაში პანდემიაა და მთავრობას უწევს ძალიან ბევრი პრობლემის, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ 2021 წლიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება მდგომარეობა და ამის შემდეგ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ თანამედროვე შეიარაღების მიმართულებით შესყიდვებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის უწყება მშპ-ს 2%-ს ინარჩუნებს, 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი კი, 900 მილიონი ლარი იქნება. მისივე განცხადებით, მომავალი წლის მთავარი მიმართულება თანამედროვე შეიარაღების შესყიდვა იქნება, მათ შორის ოპერატიული, ტაქტიკური, ასევე სადაზვერვო და საბრძოლო დრონების შესყიდვა; იგეგმება ასევე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის გაგრძელება, რაზეც 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. „შეიარაღებაში ჯამში, ამერიკული გრანტის ჩათვლით, ალბათ 200 მილიონზე მეტი იქნება მიმართული, რაც მთლიანობაში ნატოს მიერ რეკომენდირებულ პარამეტრებში ჯდება. ვგულისხმობ ბიუჯეტის 20%-ს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ბიუჯეტის კუთხით მიმდინარე წელიც შეაჯამა. მისი თქმით, წელს მთავარი აქცენტი ჯარისკაცზე იყო გაკეთებული, მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იყო ინფრასტრუქტურა, ასევე თანამედროვე შეიარაღების შესყიდვები, თანამედროვე სპეცტექნიკის შესყიდვა. ამ მხრივ მინისტრობის კანდიდატმა თავდაცვის სამინისტროს მიერ 500 ერთეული ძვირადღირებული სპეცტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებულ კრიტიკას შესაბამისი მაგალითით უპასუხა. „ძნელია დაეთანხმო ასეთ კრიტიკას, მაშინ როდესაც ამ ადამიანს შეხება არ ჰქონია ჯართან ან თუ ჰქონია, საკვირველია რატომ აქვთ ასეთი კითხვები? მაგალითს გეტყვით - ჯარში ჯარისკაცების გადაადგილება ხდებოდა მოძველებული „კრაზის“ ტიპის ყოფილი საბჭოური ტექნიკით. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაგალითად სენაკიდან ჩამოყვანისთვის შუა გზაზე უჩერდებოდათ ტექნიკა. ჩვენი ჯარი სრულად ამორტიზებული, გაუმართავი ტექნიკით სარგებლობდა. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რაც არის ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნილი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მისივე ინიციატივით უწყების მიერ შემუშავებულ გონივრულ პოლიტიკასაც შეეხო, რაც ამ შესყიდვების განსახორციელებლად რამდენიმე წლის განმავლობაში გადახდებს გულისხმობს. როგორც მან განმარტა, სწორედ ამ მიმართულებით მთავარი აქცენტი გაკეთდა შეიარაღების და სპეცტექნიკის შესყიდვაზე 2020 წელს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა