logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან „ფაიარაი“ (Fireeye) თანამშრომლობს
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან „ფაიარაი“ (Fireeye) თანამშრომლობს
21:14 22.12.2020
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან Fireeye თანამშრომლობს როგორც კიბერთავდაცვითი ტექნიკური გადაწყვეტილებების კუთხით, ასევე საგანმანათლებლო სფეროს მიმართულებით - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეები, გამოწვევები და მისი გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

„აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი უფრო და უფრო აძლიერებენ ამ მიმართულებას, შესაბამისად, ვინაიდან ჩვენ ვართ ნაწილი ამ საერთო გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის, რა თქმა უნდა, ჩვენც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კიბერუსაფრთხოებას. კიბერი, ეს არის ის სივრცე, სადაც მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების განვითარების პარალელურად, სასიცოცხლოდ მნიშვნელობას იძენს მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა. ამ მიმართულებით მინდა გაცნობოთ, რომ წელს ჩვენ შევიმუშავეთ კიბერთავდაცვითი განვითარების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, ასევე ამ ფარგლებში ვთანამშრომლობთ აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან „ფაიარაი“ როგორც კიბერთავდაცვითი ტექნიკური გადაწყვეტილებების კუთხით, ასევე საგანმანათლებლო სფეროს მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა ქვეყანაში მეტი კარგად მომზადებული კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და ამ მიმართულებით ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ სხვა უწყებებთან ერთად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამერიკელი და ბრიტანელი კიბერექსპერტების დახმარებით, საფუძველი ჩაეყარა ევროპული დონის კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობას. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ექსპერტებს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ესტონელ და ლიეტუველ კოლეგებს ბიუროს განვითარების მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის. „ჩვენ ვასრულებთ ევროკავშირის ე.წ. „სეიფ პროექტის“ ნაწილს, რის შედეგადაც, ევროკავშირის დახმარებით გაუმჯობესდება თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ტექნიკური შესაძლებლობები. ასევე, ჩვენ შევუერთდით ლიეტუვაში არსებულ კიბერთავდაცვის რეგიონალურ ცენტრს, რის ფარგლებშიც კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა ამერიკასთან, ლიეტუვასთან და უკრაინასთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა