logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრო: ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
თავდაცვის სამინისტრო: ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
12:52 18.12.2020
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „პირველს“ სიცრუის გავრცელებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოსდა კორონა ვირუსით რუსთავში გარდაცვლილი პირი - სამხედრო მოსამსახურეა. აღნიშნული პირი არ მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს არცერთ სამხედრო დანაყოფში.

თავდაცვის სამინისტროში მოქმედებს კოვიდ პანდემიის პრევენციისა და მართვის ისეთი ეფექტური მექანიზმები, რაც გამორიცხავს დაინფიცირების შემთხვევაში დაგვიანებულ მკურნალობას. თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები სისტემატიურად გადიან თერმოსკრინინგს, გეგმიურ ტესტირებებს, ხოლო იზოლაციასა და დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მყოფი პირები კონტროლდებიან შესაბამისი სამსახურების მიერ. სიმპტომების ნებისმიერი გამოვლენა არის აღრიცხული და ასეთი სიტუაციაში სამხედროები იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათ უტარდებათ ტესტირება ან/და ხდება გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ისინი უზრუნველყოფილი არიან მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით. შესაბამისად ცალკეული ტელევიზიების მიერ ასეთი შინაარსის დეზინფორმაციის გავრცელება არის არსებული სისტემის ეფექტურობის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა