logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიშზე დაშავებული სამხედროების ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა
ირაკლი ღარიბაშვილმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიშზე დაშავებული სამხედროების ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა
13:05 16.12.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშზე ისაუბრა. „რედისონ ტერასაზე“ ღია სივრცეში, სათანადო წესების დაცვითა და რეგულაციების გათვალისწინებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ახალ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს. მინისტრმა ახლადშემუშავებული ტრანზიციის პროგრამა გამოყო, რომელიც გრძელვადიან სამკურნალო შვებულებაში მყოფი სამხედროების აქტიურ სამხედრო სამსახურში დაბრუნებას ან სამოქალაქო ცხოვრებაში გადასვლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, მომავალი წლიდან რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ახალი პროგრამა დაიწყება. მინისტრის ინიციატივით ასევე, დაწესდა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე, რომელიც პირველად 2021 წლის 27 იანვარს აღინიშნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილი და დაშავებული სამხედროების მიმართ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კომპანია „სილქნეტისა“ და „დაჭრილ მებრძოლთა ფონდის“ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლებზე ზრუნვა დიდი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება და კერძო და სახელმწიფო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მინისტრმა ასევე, აღნიშნა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ფონდის ჩართულობა დაშავებული მებრძოლებისთვის არსებული ტრავმების სკრინინგისა და აუცილებელი სამედიცინო ინტერვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერი პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესსი, აშშ-ის სამხედრო ატაშე სტეფანი ბეგლი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აშშ-დან კი, ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩაერთო საქველმოქმედო ორგანიზაციის Allied Forces Foundation დამფუძნებელი სტუარტ ტეილორი.

შემაჯამებელი ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო, შესაბამისად, მისი მსვლელობის პარალელურად ზუმის ჩათში ყველა მსურველმა შეძლო თავისი შემოწირულობის დაფიქსირება.

„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდმა დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, ვეტერანების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა. ფონდი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ისეთ საკითხებში უწევს დახმარებას, როგორიცაა სახლის ადაპტირება, შვილების რეაბილიტაცია/მკურნალობა, უცხოეთში ოპერაციის, უცხო ენის კურსების, მედიკამენტების, სამედიცინო აპარატის შესყიდვის დაფინანსება და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა