logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი
14:05 11.12.2020
საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ხოლო ნატო-ს მხრიდან გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის (JFTC) მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ადამ იოკსმა. ხელმოწერის ცერემონიალი, პანდემიის გამო დისტანციურად - საქართველოსა და პოლონეთში, ქალაქ ბიდგოშში გაიმართა.

დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას. პარტნიორობის შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და მრავალეროვნული ბრიგადისა და შენაერთების დონის სიმულაციურ სწავლებებზეა ფოკუსირებული.

"JFTC-თან პარტნიორობა შესაძლებელს გახდის საქართველოში NATO-სთან აფილირებული, წვრთნებისა და შეფასების ცენტრის არსებობას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც ქართველი, ასევე NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით და განახორციელებს საქართველოს თავდაცვის ძალების, NATO-ს და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების წვრთნასა და შეფასებას. აღნიშნული შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი ნატო-ს არსებობას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) ხელმძღვანელობით JTEC-ში შეიქმნა 5 პოზიცია, რომელიც მუდმივად დაკომპლექტებული იქნება ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის შესაძლებლობებს და გააღრმავებს ნატო-სთან თავსებადობას.

JTEC-მა პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან (JFTC) მჭიდროდ თანამშრომლობა 2017 წლიდან მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. მენტორული ურთიერთობები JTEC-ის ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლების წარმმართველი (ODE) ფუნქციის შესასრულებლად მომზადებას ისახავდა მიზნად.
მენტორული ურთიერთობების ფარგლებში, ნატო-ს მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წელს საქართველოში ჩატარდა NATO-Georgia Exercise 2019. სწავლების ფარგლებში, საქართველო ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვის და ხელმძღვანელის სტატუსი მიენიჭა, რაც JTEC-ისა და JFTC-ის თანამშრომლობის ახალ, პარტნიორობის ეტაპზე გადასვლის საფუძველი გახდა" - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა