logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს სასწავლო წლის დაწყება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს სასწავლო წლის დაწყება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
13:48 17.09.2012
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

აკადემიის პირველი და მეორე კურსის მსმენელებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად მიულოცა.

იგი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სასწავლო პროცესის დაწყებას უშუალოდ გაეცნო. საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, აკადემიის მსმენელებმა და სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.

დღეიდან აკადემიის ბაკალავრიატის პირველი კურსის მსმენელები 5 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლას სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აკადემიის მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით.

აკადემიის კურსდამთავრებული ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას მიიღებს. აკადემია მოამზადებს ოფიცრებს ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით.

აკადემიაში ჩაბარების შემდეგ, მსმენელები თავდაცვის სამინისტროსთან 10-წლიან ხელშეკრულებას აფორმებენ, რომელიც 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა