logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა მჭედლიშვილი: დაჟინებით ცდილობენ ჯარში იპოვონ რესპოდენტი, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ეტყვით, რომ ჯარზე მიმდინარეობს მუქარა
ბექა მჭედლიშვილი: დაჟინებით ცდილობენ ჯარში იპოვონ რესპოდენტი, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ეტყვით, რომ ჯარზე მიმდინარეობს მუქარა
21:03 23.10.2020
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და საბჭოთა მეთოდებით დადგმული, იაფფასიანი სპექტაკლებით, ფეიქებით და იმით, რითიც ოდესღაც ფონს გადიოდნენ, ხალხს ახლა ვეღარ მოატყუებენ, თუმცა მაინც გულმოდგინედ ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჯარს, ვიმეორებ ჯარს, რომელიც ქვეყნის სახეა!

თუმცა, ვისზე ვსაუბრობთ..."ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე" და მათ წარმომადგენლებზე, ვისთვისაც ეროვნული იდეა და მაღალი ფასეულობები ძალიან შორსაა და 15 წუთიანი გაელვებითი პოპულარობისა და რეიტინგის გამო უკადრებელს კადრულობენ. ადამიანებზე, რომლებისთვისაც არსებობს მხოლოდ მათი ან სხვისი კეთილდღეობა და საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყნის მდგომარეობა და იმიჯი.

ახლაც, მთელი ეს პერიოდია, დაჟინებით ცდილობენ ჯარში იპოვონ რესპოდენტი, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ეტყვით, რომ ჯარზე მიმდინარეობს მუქარა, არჩევნების გაყალბების მიზნით და იმაზე საერთოდ არ ფიქრობენ, რომ გარდა სიბინძურის შემოქმედებისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობისა, ამით უდიდეს შეურაცხყოფას აყენებენ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს და ეწევიან მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ადამიანების, რომლებსაც ეს ქვეყანა საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვართ.

აზრი არ აქვს ამ სახელდახელოდ დადგმულ "სენსაციურ" ნიუსებს და Fake რესპოდენტებს, ტყუილად ირჯება ეს "საზოგადოება". ყველამ, ვისაც აინტერესებს და შეხება აქვს, გადასარევად იცის რა ხდება ჯარში, როგორ შეიცვალა სამხედროების და მათი ოჯახების მდგომარეობა, რა მასშტაბის პროფესიული თუ სოციალური კეთილდღეობის პროექტები მიმდინარეობს #ჯარისკაცებისთვის!" - წერს მჭედლიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა