logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრი ვარკეთილში სამხედრო ქალაქში ბინების მშენებლობის პროცესს გაეცნო
თავდაცვის მინისტრი ვარკეთილში სამხედრო ქალაქში ბინების მშენებლობის პროცესს გაეცნო
18:09 18.10.2020
ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. წლის ბოლომდე, სხვადასხვა ლოკაციაზე ბინებს 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესს, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ვარკეთილის სამხედრო ქალაქში N13 და N15 კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ამჟამად, ორივე კორპუსში მიმდინარეობს შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო, გადატიხვრისა და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. წლის ბოლოს ბინები სამხედროებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება. კორპუსები აღჭურვილი იქნება სამგზავრო და სატვირთო ლიფტებით, კეთილმოეწყობა და გამწვანდება კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინა, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა 1374 პირს.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა თავდაცვის უწყების განახლებული სოციალური პოლიტიკის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა