logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრი: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს
თავდაცვის მინისტრი: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს
12:20 02.10.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალებში გადადგმულ და მიმდინარე ნაბიჯებზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ის ძირითადი ღონისძიებები გააცნო, რომელიც თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და სრული მოდერნიზაციის კუთხით მიმდინარეობს. მისივე თქმით, შემუშავდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ის ძირითადი მიმართულებები ჩამოთვალა, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისად თავდაცვის ძალების თანამედროვე საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს. „შეძენილ იქნა და ახლო მომავალში დამატებით იგეგმება თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების განვითარება. ჩვენ დავიწყეთ და აქტიურად ხორციელდება საავიაციო ძალების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი. მიმდინარეობს ქვედანაყოფების აღჭურვა ამერიკული წარმოების შეიარაღებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა თანამედროვე შეიარაღების სისტემებით. ასევე გეტყვით, რომ დაგეგმილია სამანევრო ქვედანაყოფების თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვა და 2021 წელს აღნიშნული პროექტი დასრულდება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმირებაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზეც გააკეთა. მისი განცხადებით, ქართული ჯარი უკვე მარაგდება საქართველოში წარმოებული ცალკეული სამხედრო ეკიპირებით, თავდაცვის ძალები „დელტასგან" მალე აღიჭურვება მოდერნიზებულ საბრძოლო და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებითა და კავშირგაბმულობის მანქანებით: „აქტიურად მიმდინარეობს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება, მათ შორის ჩვენ ვმუშაობთ ვაზნების ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე დრონების წარმოებაზე, ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა ყუმბარმტყორცნებზე და სხვადასხვა სისტემების წარმოებაზე. „დელტასგან“ მალე მივიღებთ მოდერნიზებულ საბრძოლო და სამედიცინო ჯავშანმანქანებს და კავშირგაბმულობის მანქანებს. „დელტაში“ ჩვენ ასევე დავაფუძნეთ „დელტა ტექსტილი“, ეს არის თანამედროვე სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ჩვენი გმირი სამხედროებისთვის მოხდება თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის უნიფორმების და სხვადასხვა საბრძოლო ეკიპირების წარმოება.“

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ჯარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ სამხედროებისთვის საუკეთესო ინფრასქტრუტურული პირობების შესაქმნელად თავდაცვის ძალების 250-მდე ობიექტი ნატოს სტანდარტებით შენდება და რემონტდება. ასევე, ქართული ჯარისთვის თანამედროვე მსოფლიო ბრენდების 500-ზე მეტი ერთეული საუკეთესო სპეცტექნიკის შესყიდვა განხორციელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა