logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრელ კოლეგას მასპინძლობს
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრელ კოლეგას მასპინძლობს
15:13 25.09.2020
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა, ტიბორ ბენკომ და მისმა ქართველმა კოლეგამ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ტიბორ ბენკოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, კოლეგებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრელი ოფიცრების აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის ოქმს, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდება. ტიბორ ბენკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს გმირთა მოედანზე მიაგებს პატივს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა