logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა
20:38 19.09.2020
დღეიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს.

ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ბაზაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ.

ახალქალაქში მდებარე ძველი, საბჭოთა ბაზა უახლეს ინფრასტრუქტურად იქცა - შეიცვალა და გარემონტდა შენობა-ნაგებობები, ყაზარმები, სასადილოები, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და სრულად განახლდა საკომუნიკაციო სისტემები. საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი მზად არის ერთ ნაკადზე 800, როგორც საკონტრაქტო, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტი მიიღოს და მოამზადოს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა. მისი თქმით, კურსის გავლისა და ფიცის დადების შემდგომ, რეკრუტებს ჯარში დახვდებათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უმაღლესი სტანდარტების უნიფორმა და ფეხსაცმელი, მსოფლიო ბრენდების საუკეთესო სპეცტექნიკა, განახლებული შეიარაღება, წვრთნისა და განათლების ახალი შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სოციალური უზრუნველყოფა. 2015 წლის 3 სექტემბერს, ცენტრს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა, ხოლო 19 სექტემბერი, ცენტრის დღედ გამოცხადდა. დღემდე, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი განლაგებული იყო წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ „ალგეთის“ საწვრთნელ ბაზაზე. საბრძოლო მომზადების ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში, სადაც თავდაცვის ძალების ყველა სახეობისათვის მომავალ ჯარისკაცებს ამზადებენ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ხანგრძლივობა 10 კვირაა, რომლის მიმდინარეობისას, რეკრუტი სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში ემზადება და საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება. იგი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმითა და საველე აღჭურვილობით, სამედიცინო დაზღვევითა და განთავსებით.

პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. დაარსების დღიდან დღემდე საწყისი საბრძოლო მომზადება რამდენიმე ათეულმა ათასმა რეკრუტმა გაიარა.
საზეიმო ცერემონიალი წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით დასრულდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ზაზა ფერაძის შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა