logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა
„ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა
18:15 12.09.2020
მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მიერ ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამედიცინო ქვედანაყოფებმა სამედიცინო სწავლება ორ ფაზად ვაზიანის მე-5 და მე-11 პოლიგონებზე ჩაატარეს.

სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც. სცენარის მიხედვით, საინჟინრო კონვოის გადაადგილების დროს აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

ქართულ-ამერიკულმა სამედიცინო საევაკუაციო ჯგუფებმა დაშავებულებს დაუყონებლივ აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და ამერიკული საევაკუაციო ვერტმფრენით „შავი ქორი“ მე-11 პოლიგონზე გაშლილ საველე ჰოსპიტალში ROL2 გადაიყვანეს. საველე ჰოსპიტალში ურგენტულ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული სამხედროები ქირურგიული და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბლოკებში განათავსეს, სადაც სამხედრო ექიმებმა მათ პირველადი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინეს და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასტაბილურეს. „ღირსეულ პარტნიორს“ საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს და ის მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა