logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღესთან დაკავშირებით უწყებაში განახლებული ფოიე გაიხსნა
თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღესთან დაკავშირებით უწყებაში განახლებული ფოიე გაიხსნა
15:37 09.09.2020
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად უწყების ადმინისტრაციულ შენობაში განახლებული ფოიე გახსნა. თავდაცვის უწყების შემოსასვლელში განთავსდა გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღე მიულოცა და სახელოვანი სამხედრო პირების ღვაწლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სიმბოლური თარიღი იყო მისთვისაც, რადგან, სწორედ, ერთი წლის წინ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ფოიეში, ასევე გამოიყო მემორიალური სივრცე გმირების უკვდავსაყოფად წარწერით - „დიდება გმირებს“. გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. მან ბრინჯაოთი შესრულებული ბიუსტი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. სამომავლოდ გია ჯაფარიძე თავდაცვის სამინისტროსთვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტსაც შექმნის.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყების ინტერიერისა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. განახლებული ფოიეს გახსნას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ ხელმოწერილი N187 ბრძანებულება 1991 წლის 9 სექტემბრით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული გვარდია უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს დაექვემდებარა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა