საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის 2012 წლის გეგმის ფარგლებში, დღეს ბათუმის აკვატორიაში ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო
წვრთნები გაიმართება.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, შესაბამისი მცურავი საშუალებების გამოყენებით და თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა TCSG-71 და მისი ეკიპაჟი.
სწავლების მიზანია საზღვაო საზღვრის დაცვის სფეროსა და ერთობლივი სწავლების დაგეგმვა-ჩატარების კუთხით გამოცდილების გაზიარება.
ქართულ-თურქული სწავლება ერთდღიანია და თურქული კატარღა საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დღესვე დატოვებს.

















