logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების დღე აღნიშნეს
ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების დღე აღნიშნეს
12:35 31.08.2020
ავღანეთში, I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მშვიდობისმყოფელების დღე აღნიშნეს. ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალთან გაიმართა. ქართველმა და კოალიციური ჯარების სამხედრო მოსამსახურეებმა სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ცერემონიალს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი, ტაქტიკური დაჯგუფება „ჰამერის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გლებ მაკდონალდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა და ტაქტიკური დაჯგუფება „ჰამერის“ მეთაურმა მიმართეს. მათ პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ წარმატებით შესრულება უსურვეს.

ღონისძიების დასასრულს პოლკოვნიკმა რობერტ არღვლიანმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გლებ მაკდონალდმა, I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ და საზღვაო ქვეითების საქართველოს მეკავშირეთა ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა შონ ბრედლიმ ბატალიონის პირად შემადგენლობას სამახსოვრო და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა