logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს
18:26 19.08.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს. ანდრი ტარანმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად საქართველო აირჩია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას. ყურადღება გამახვილდა საერთო სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საფუძვლებს ემყარება.

ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მრავალწლიან მეგობრობას. მინისტრებმა ქვეყნების საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ძირითად გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსია რჩება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ნატოსთან თავდაცვის ძალების ურთიერთთავსებადობა.

კოლეგებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს, გამოცდილება ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში, თავდაცვის რეფორმირებაში, კიბერუსაფრთხოებაში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაში გაუზიარონ.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა