logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ახალი პროექტი - „7 დღე ჯარისკაცად“ უახლოეს მომავალში განხორციელდება
ახალი პროექტი - „7 დღე ჯარისკაცად“ უახლოეს მომავალში განხორციელდება
11:25 11.08.2020
„7 დღე ჯარისკაცად“ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. შემუშავების პროცესში არსებული სიახლე სამხედროებმა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულმა გვარდიამ საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ 18 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა და დაგეგმილი პროექტი - „7 დღე ჯარისკაცად“ წარუდგინა. ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ახალგაზრდებს სამხედრო საქმით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა პროექტის ორგანიზატორებს საკუთარი წინადადებებიც შესთავაზეს. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის სპეციალურად მომზადებულ 7-დღიან სასწავლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მსმენელებს სამხედრო თემაზე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ. ისინი, ასევე ჯარისკაცის ცხოვრების წესს გაეცნობიან.

სამხედროები სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ. 18 -დან 22-ი წლის სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია, პარალელურად რეზერვისტს სამოქალაქო სამსახური უნარჩუნდება. რეზერვისტმა წლის განმავლობაში 45-დღიანი მომზადება უნდა გაიაროს. მინიმალური წლიური ანაზღაურება კი, 2700 ლარია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა