საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის 2012 წლის გეგმის ფარგლებში, 13 სექტემბერს, ბათუმის აკვატორიაში ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, შესაბამისი საცურაო საშუალებების გამოყენებით და თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა TCSG-71 და მისი ეკიპაჟი.
სწავლების მიზანია საზღვაო საზღვრის დაცვის სფეროსა და ერთობლივი სწავლების დაგეგმვა-ჩატარების კუთხით გამოცდილების გაზიარება.
თურქმა მესაზღვრეებმა ფოთში, სანაპირო დაცვის სამსახურის ბაზის ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დღეს თურქული კატარღა TCSG-71 ბათუმის პორტში შევა.
ქართულ-თურქული სწავლება ერთდღიანია და თურქული კატარღა საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 13 სექტემბერსვე დატოვებს.

















