logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრი: 2020 ჯარისკაცებზე ზრუნვის წელია
თავდაცვის მინისტრი: 2020 ჯარისკაცებზე ზრუნვის წელია
17:26 12.06.2020
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2019 წლის ბოლოს ეტაპობრივად დაიწყო სამხედროებისთვის ხელფასების ზრდა. მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროების მისამართით გაკეთებულ სიახლეებზეც ისაუბრა. „გავითვალისწინეთ ჩვენი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები, რომელთაც ღირსეული სამსახური ჯანმრთელობის ფასად გაუწიეს ქვეყანას და მათზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ვალდებულებაა. ყველა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს მათი ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე წელს იანვრიდან 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ“, - აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ წელს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან ერთად დაჭრილ-დაშავებული მეომრებისათვის წეროვანში რეგიონში სრულიად უნიკალური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დასრულდა.

საპარლამენტო მოხსენებისას მინისტრმა სამხედროებისთვის კვების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლის 1 ნოემბრიდან ჯარი კვება ახალ, სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ სტანდარტზე გადავიდა, რაც ნიშნავს თავდაცვის ძალებში საკვების რაოდენობის და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას; ქართული ჯარი პირველად სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით.

მინისტრმა კანონმდებლებს სამხედროების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით, არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები. განახლებული პაკეტის ფარგლებში, გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა