logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი ჯარი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე 2007-2008 წლებში იყო
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი ჯარი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე 2007-2008 წლებში იყო
09:15 09.06.2020
საქართველოს თავდაცვის ძალების სიძლიერესა და ქართველი სამხედროების მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საუბრისას. "სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 2007 ან 2008 წლებში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს სხვა წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების, მეგობრების შეფასება, რომლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენი ჯარის, ჩვენი სამხედროების მომზადების დონე თითქმის ორჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი. ჩვენ რამდენიმე წელია წარმატებით ვამზადებთ ჩვენს სამხედროებს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის დახმარებით, GDღP ჩვენსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, წარმატებული მაგალითია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის ნოემბერში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მან ხელი მოაწერა GDღP პროგრამის 3 წლით გახანგრძლივებას, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ მხარეს, უფრო მეტად მოამზადოს სამხედროები. მინისტრმა ასევე, განმარტა, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, ქართულ მხარეს სრული თავისუფლება და შესაძლებლობა ექნება, ყოველგვარი დახმარებისა და მსხვილი ინსტრუქტორების გარეშე, ჩვენი ჯარის მომზადება გააგრძელოს.



მინისტრის თქმით, ქართული ჯარი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს და მალე განახლდება სპეცტექნიკა. "ჩემი მთავარი დევიზი გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენი ჯარი იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს - საუკეთესო სოციალურ პირობებს, სახელფასო პოლიტიკას, დაზღვევას, საუკეთესო კვებას, საუკეთესო საბინაო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, რომელზეც გადავწყვიტე, რომ 100 მილიონი დავხარჯო ამ წელს და წლის ბოლომდე 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია დავასრულო. ეს არის ყველა ყაზარმა, დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია, ასევე მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, პირადი ეკიპირების სრული განახლება. გადაწყვეტილი მაქვს და პრაქტიკულად ბოლო ეტაპზე ვართ ტექნიკის განახლებაზეც. მოგეხსენებათ, 2005-2007 წლების შემდეგ პრაქტიკულად არ განახლებულა ავტოტექნიკა და სპეცტექნიკა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა