logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრი: ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან  ჩვენი ჯარი ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს
თავდაცვის მინისტრი: ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენი ჯარი ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს
11:41 03.06.2020

„ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე

და განახლება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოვახერხოთ ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა. ამ მხრივ, ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ჩვენი ჯარი და ჩვენი უწყების მიერ გატარებული რეფორმები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.

საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპაციის პარალელურად საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე ხელის შემშლელ ფაქტორებსაც შეეხო.

 

„ისეთი საკითხი, როგორიც ნატოში დამატებით ახალი წევრის მიღებაა, ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. დღეს ასეთი თანხმობა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი არჩევანი და პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მოთმინება და სტრატეგიული მზადება. ეს არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას საჭიროებს, როგორც რუსეთის ფაქტორის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კონსენსუსის მიღწევას. იმ მომენტში, როდესაც იქნება საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უნდა ვიყოთ მზად, რომ გავხდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრი“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ოკუპაციის საკითხსაც შეეხო და ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით პარალელი ყოფილ და ახლანდელ ხელისუფლებებს შორის გაავლო. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა ოკუპაციის დაკანონება, მთელი სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთზე და რუსეთის ტანკების დაბრუნება.

„ჩვენი ხელისუფლება გონივრული, ამავდროულად, პრინციპული პოლიტიკის მეშვეობით თავიდან აცილებს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ ტრაგედიას. ერთადერთი ხელისუფლებაა "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც ჩვენს ქვეყანას ომი არ გამოუცდია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა