logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრო: პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები ქართული ჯარის წინააღმდეგ ცრუ და სახელმწიფოს დამაზიანებელი ინფორმაციების გავრცელებას განაგრძობენ
თავდაცვის სამინისტრო: პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები ქართული ჯარის წინააღმდეგ ცრუ და სახელმწიფოს დამაზიანებელი ინფორმაციების გავრცელებას განაგრძობენ
17:15 29.05.2020
პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯარს გაუყინავი, ქართული, დარბილებული ღორის ხორცით ამარაგებენ, დეზინფორმაციას შეიცავს და ცდილობს, ჯარის ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა შეარყიოს.


ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი.



უწყება განმარტავს, რომ ესა თუ ის სახელმწიფო შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და მათ მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით ხორციელდება და თავდაცვის სამინისტრო ამ პროცესში მხოლოდ სატენდერო პირობების დადგენის ფარგლებშია ჩართული.




"პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები, ტელეკომპანია "მთავარი" და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოები, განაგრძობენ ცრუ და სახელმწიფოს დამაზიანებელი ინფორმაციების გავრცელებას, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის წინააღმდეგ. კონკრეტული ოპოზიციური, რევანშისტული პარტიების მართული მედიასაშუალებების მიერ ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია ჯარის გაუყინავი, ქართული, დარბილებული ღორის ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებით და თითქოს თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იმ კომპანიისგან, რომლის ერთ-ერთი მეწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას და ცდილობს დამატებითი წვლილი შეიტანოს იმ ორკესტრირებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაში, რაც ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მიმართ ხორციელდება მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა და სიახლეების საპასუხოდ. აღნიშნული ქმედება ქართული ჯარის წინააღმდეგ ატარებს მკვეთრად ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს და ამაოდ ცდილობს, შეარყიოს ის დიდი საზოგადოებრივი ნდობა ჯარის ინსტიტუტის მიმართ, რაც ბოლოს კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევით, სადაც მას მოსახლეობის 87% ყველაზე მეტად ენდობა. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ესა თუ ის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მათ მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით და თავდაცვის სამინისტრო ამ პროცესში ჩართულია მხოლოდ სატენდერო პირობების დადგენის ფარგლებში. აქვე მოგახსენებთ, რომ თავის მხრივ შესყიდვების სააგენტო მოქმედებს იგივე კანონმდებლობით, რითაც ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების შემთხვევაში. სწორედ, აღნიშნული პროცედურების სრული დაცვით გაიმარჯვა მოცემულმა კონკრეტულმა კომპანიამ სახელმწიფო ტენდერში, რომლის მეწილეებიდან ერთ-ერთი, გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. აქედან გამომდინარე, ორმაგი მოქალაქეობის არსებობა ვერ იქნება ტენდერში მონაწილეობისთვის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნული მედია კამპანია მიმართულია თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების წინააღმდეგ. რაც შეეხება სპეკულაციებს უშუალოდ პროდუქციაზე, აღნიშნული ნედლი ღორის ხორცი წარმოებულია საქართველოში და არის უსაფრთხო. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს, მინისტრის უშუალო მითითებით, გამკაცრებული აქვს სამხედროებისთვის განკუთვნილი ყველა პროდუქციის, მათ შორის ხორცის, ხარისხის კონტროლი და შემოწმება. ბოლოს გვინდა განვმარტოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს, როგორც გარე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური სუბიექტების ტყუილში მხილებას და საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას"-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა