logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მერაბიშვილმა თავდაცვის სფეროში ახალი სახელმწიფო კონცეფცია წარადგინა
მერაბიშვილმა თავდაცვის სფეროში ახალი სახელმწიფო კონცეფცია წარადგინა
10:37 06.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სფეროში სახელმწიფოს ახალ „3T“-ს პრინციპზე დაფუძნებული კონეცეფციის ერთ-ერთ კომპონენტზე - „ტოტალურ ზრუნვაზე" ისაუბრა.

პრემიერის განმარტებით, „ტოტალური ზრუნვა" მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ფინანსური წახალისების, საცხოვრებელი ფართით და სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფის სფეროებს და გავრცელდება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და ვეტერანებზეც.

ჯანდაცვის კუთხით, ახალი კონცეფციის ფარგლებში მკვეთრად გაუმჯობესდება კონტრაქტზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სადაზღვევო პაკეტი, ხოლო წვევამდელები სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთწლიანი სავალდებულო სამსახურის შემდეგ, ბაკალავრიატში 4-წლიან სწავლებას დაუფინანსებს ყველა იმ პირს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, ვერ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და სწავლის საფასურს ვერ იხდის. ხოლო მოქალაქეს, რომელიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მეორე ვადით გააგრძელებს, სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლასაც დაუფინანსებს.

სამხედრო მოსამსახურეებს უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერისა და ინგლისურის ენის სწავლის ვაუჩერი, ხოლო 20 წლის სამხედრო სამსახურის შემთხვევაში, ისინი პროფესიული განათლების 1000-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წლის მსახურის შემთხვევაში, პენსიამდე სამხედრო მოსამსახურე, პრემიის სახით, ბოლო ერთი წლის სრულ ხელფასს მიიღებს.

16-წლიანი საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისიტრო სახელმწიფო გრანტის ოდენობით უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის შვილების ბაკალავრიატში სწავლებას.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს სახელმწიფო საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს. საცხოვრებელ ფართს სამხედრო მოსამსახურე განსაკუთრებული საბრძოლო ღვაწლისთვისაც მიიღებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა