logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კობა კობალაძე სრულიად საქართველოს, შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს
კობა კობალაძე სრულიად საქართველოს, შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს
12:36 30.04.2020
„ემსახურო შენს ქვეყანას ეს რჩეულთა ხვედრია, ხოლო გმირობა და თავდადება რჩეულთა შორის რჩეულთ ხვდათ წილად! უფალმა გააძლიეროს თითოეული ქართველი ვაჟკაცი, ვისაც განგებამ პატივი არგუნა იდგეს სამშობლოს მშვიდობის და ერთიანობის სადარაჯოზე!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა კობალაძე 30 აპრილს - საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს და ამ მნიშვნელოვან თარიღს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს სრულიად საქართველოს, შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს.

როგორც კობა კობალაძე აღნიშნავს, 1991 წლის 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო და სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

„ეს 29 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის ურთულესი გამოწვევებით აღსავსე გახლდათ! ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში! ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში!

თითოეული ჯარისკაცი ემსახურებოდა და ემსახურება მთავარს – ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს!

ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ბრძოლის ველზე დაეცა და ზეცად ამაღლდა, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, მაგრამ ქედს ვიხრი ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საქართველოს ძლიერებასა და დამოუკიდებლობას წლები შესწირეს!

თქვენ ასრულებთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპატიო საქმეს დედამიწაზე და ამიტომ გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი დაფასება და სიყვარული! სიამაყით და მადლიერებით გილოცავთ დღევანდელ დღეს! გისურვებთ მშვიდობას, წარმატებებს, გამარჯვებას და დღეგრძელობას ქვეყნის და მამულის სასახელოდ! გფარავდეთ უფალი!“, - წერს კობა კობალაძე სოციალურ ქსელში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა